Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ლია გიგაური - თუ დაფიქსირდა, რომ მასწავლებელმა ფიზიკურად იძალადა მოსწავლეზე, ის ამ პროფესიიდან უნდა წავიდეს
ambebi.ge
17 October 2017, 22:20
თუ დაფიქსირდა, რომ მასწავლებელმა ფიზიკურად იძალადა მოსწავლეზე, არანაირი სხვა სანქცია არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ის ამ პროფესიიდან უნდა წავიდეს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.

მისი თქმით, სკოლის პერიმეტრზე მოსწავლეთა მიმართ, ფიზიკური ძალადობის /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); ფაქტები მნიშვნელოვნად არის შემცირებული და განათლების სამინისტრო მსგავს ფაქტებზე მყისიერად რეაგირებს.

"სკოლის შიგნით, სადაც არიან მანდატურები და გვყავს შესაბამისი მიმართულებით პასუხისმგებელი პირი, ფიზიკური ძალადობა მინიმუმამდეა ჩამოყვანილი და ყველა ის თითზე ჩამოთვლილი შემთხვევა, რაც მოხდა, არის აღმოფხვრილი. წელს, თუ არ ვცდები, 4 პედაგოგია ამის გამო გათავისუფლებული. თუ დაფიქსირდა, რომ მასწავლებელმა ფიზიკურად იძალადა მოსწავლეზე, ამ შემთხვევაში არანაირი სხვა სანქცია არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ის ამ პროფერსიიდან უნდა წავიდეს. თუ არის უფრო მძიმე დანაშაულის ნიშნები, ასეთ შემთხვევაში საკითხს შესაბამისი ორგანოები სწავლობენ და შესაბამისი რეაგირება იქნება", - განაცხადა ლია გიგაურმა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი